ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: wet sparrow
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
16 იანვარი, 2011


რეალობის უკეთ გასაგებად

ეს მოხდა ასე :
ჩვენი ოცნებები ებრაელი ბავშვებივით
დაწვეს კოცონზე
პოტენნციურმა გერმანელებმა.
უსამართლობით სავსე, გამხდარი ბავშვებივით
დაწვეს მათ -
ანუ ნორმალურმა ხალხმა.
(მოგვატყუეს რომ მხოლოდ დროებით
გავხდებოდით ზომბები
მერე კი ისევ ვიოცნებებდით.)
ჩვენი ოცნებების ფერფლი დაედო ხეებს
და მოშხამა ნაყოფი მათი.
თვალებში ჩაუცვივდა ჩიტებს
და სეტყვასავით დაეშვნენ მიწაზე მკვდრები.
ჩვენ კი ვიდექით მშვიდად და ცივად-
თითქოს ძველი სახლი დაწვეს რწყილებით სავსე
რომელიც მაინც არ გვჭირდებოდა.
თითქოს არ იყო ოცნებები თბილი კერა -
თავშესაფარი.
ვიდექით დიდ ხანს და გვახრჩობდა მწარე კვამლი,
თუმცა სინანულს ვერაფრით ვგრძნობდით ...
და ყველამ თითო გამხმარი ტოტი
შევუგდეთ კოცონს -
სიმბოლურად , სისხლიანი ხელებით კი
თითო აგური მივიტანეთ
რეალობის მშენებლობისთვის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები