ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
19 იანვარი, 2011


მიხა ხელაშვილს

ქაქუცას თანამებრძოლო -
ალალმართალო ფშავლის ძევ,
წამოდექ მაგ სამარედან,
ბრძოლის ველისკენ გაგვიძეხ.
ვინა სთქვა: შენი სიკვდილი,
ცოცხლობ ქართველთა გულშია,
მოგიხდა ბედთან ჭიდილი,
ფშავის მზე გენთო სულშია.
გწამდა რომ ჭეშმარიტება
ქართველის სიტყვა-თქმულშია,
ბოლომდე იხარჯებოდი
მოყვასის სიყვარულშია.
ქაქუცას თანამებრძოლო -
ქედმოუხრელო ფშავლის ძევ,
წამოდექ საფლავიდან და
ბრძოლის ველისკენ გაგვიძეხ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები