ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მუხრან აბაშიძე
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2011


  ჩამოტვირთვა

მზეწვიმა

                              (ყოფიერების გავლენით)

და დრო, რომელიც დადიოდა, როგორც ვირუსი,
გზაზე, რომელსაც შეეპარა ნაპირი უგზო;
მყუდრო, ვით ჩრდილი, მწოლიარე სანაპიროსი.
და გადმოჰფენსო, მალე ალბათ, მზე მალულ შუქსო–

მირბოდა ფიქრი; წვიმდებოდა გზაზე თმებიდან
თითქმის... და ცრემლი მოწულ მიწას სდიოდა ასე.
კაცის ჭენებით ბოლო ჟამი იზლაზნებოდა,
თუმც მცირე იყო (–ასჯერ ასჯერ ასიდან ასი)

კაცი... და სული ყელს მობჯენილ ჯებირს შეასკდა.
სულია სალი, ასე ძალა ეცლება ჯებირს,
რადგან სურვილთაც თითო წვეთი ზღვაში შეაქვთ და
მორევის ზემოთ მოელვარე სხივებში რჩები,

მიდიხარ მშვიდად, ეფერები გრიგალს, ასევე,
ყოფიერებას ცისარტყელას ახურავ რადგან,
–შენი ბინიდან...და სიცოცხლეს მაღლა აწევენ,
ან ახლა ნამი, რომ ველოდი, იქ ჩამოლაგდა.

                                                          ავტორი: მუხრან აბაშიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები