ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ანნა მარია
ჟანრი: პოეზია
19 იანვარი, 2011


უფალო...

ეკლესიაში შევდივარ სალოცავად და
გონება მეფანტება...
ხატის წინ ვდგევარ ჩუმად და
დარდი მემატება...
სანთელი მიჭირავს ხელში და
ვერაფერს ვერა ვხედავ...
მის ანთებას ვლამობ და
ვერა, ვერა ვბედავ...
ასე ჩუმად ვდგევარ დაბნეული და
ყველას თვალს ვარიდებ...
იქნებ ისევ შევძლო, იქნებ...
წასვლას არ ვაპირებ,
ღმერთს მინდა შევთხოვო რაღაც და
სიტყვები არ ამომდის,
ვდუმვარ, ხმას ვერ ვიღებ, ვცდილობ და
მაინც არ გამომდის...
ღმერთო დამეხმარე.... ისევ, გზა მაჩვენე,
ეშმაკი მე რომ მებრძვის, შეაჩვენე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები