ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თორნიკე-კომლაძე
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2011


_________________

იასამნისფრად მოთოვა დილამ,
ღამე პაემანს დაუთქვამს მთვარეს,
ყვავებმა ფრთებქვეშ შეიბეს დირე,
მერე გაფრინდნენ  სხვადასხვა მხარეს.

იასამნისფრად დაკემსა ბინდმა,
ზეცა მერცხლების კუდით დაჭრილი,
ვიცი, ბოლო დროს მტრედივით გინდა,
რომ გაზაფხულსაც გაუწყდეს ღილი,

იასამნები ხარობენ ჩემთან,
ყოველ დღე ღრუბლებს რომ მოაქვთ წყალი,
გინდა გამოჰყვე. ამზადებ ჩანთას
მაგრამ არ იცი სად მიდის ქარი.

დაუკითხავად მოთოვა ისევ
დილამ ნეგატივს დაადო ფონი
და ალბათ ღამეც ამ ფერს ითვისებს.
იასამნისფრად მიყვარხარ მგონი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები