ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
17 იანვარი, 2011


***


ადამიანმა
მწვერვალი დაამშვენა
როგორც ჯვარმა გუმბათი.

***
რაც უფრო პატარავდებიან
მით უფრო ამშვენებენ ქვეყანას
ტყუპები-სანთელი და ფანქარი.

***
მდინარეს შეხედე და გაიგებ
რა უთხრა
ღრუბელმა ღრუბელს.

***
თქვენ-ცა და დედამიწა
წყარო და ვარსკვლავი- მე.

***
საძირკველში ჩასადებ
ქვასავით ბედნიერი.

***
ბედნიერებაა როდესაც ქალი
გადაშლილი წიგნივით ანათებს
გადაშლილი წიგნივით გეძახის.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები