ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მე-დეა
ჟანრი: პროზა
17 იანვარი, 2011


ილუზია?!... (psych'ereal)

                                                                                        ,,მსგავსი ინკურნება მსგავსით“
                                                                                                                          ჟ. ლაკანი



      მარტის ამინდს უფრო მოგავს დღევანდელი ჩემი ხასიათი. როგორც მჩვევია, დაბლა ყურებით მივუყვები გზას. ის–ის იყო, უნივერსიტეტის კორპუსთან შევუხვიე, რომ  ახალგაზრდა ჟურნალისტმა შემაჩერა. ალბათ სტუდენტია.
– გამარჯობა. გამოკითხვას ვატარებ. შეიძლება ერთი კითხვა დაგისვათ?
– დიახ, გისმენთ...
– ხართ თუ არა ბედნიერი და თუ თვლით, რომ ბედნიერი ხართ, რა არის ამის მიზეზი?
(ორიოდ წუთით ჩავფიქრდი. არადა, რამდენჯერ დავუსვი იგივე შეკითხვა საკუთარ თავს და კონკრეტული პასუხი ვერ მოვუძებნე. რამდენჯერ შემრცხვა უფლის წინაშე , საკუთარი უმადურობის...)
– დიახ, მე ბედნიერი ვარ! მიზეზს კი არასდროს ვეძებ! – ზოგადი პასუხით ავარიდე თავი დასმულ შეკითხვას და გზა გავაგრძელე.
    კაფე  – ,,პარიზი“. ამ კაფეში რაღაც განსხვავებული სუნია. უფრო სურნელი...ნაცნობი... დანატოვარი...  შთაგონებას ჰგავს... მეც ვიღებ რვეულს და კალამს. თვალებს ვხუჭავ. გონებაში ირეალური აზრები–კარუსელივით ტრიალებს.
  უცებ, ზურგს უკან სუნთქვა ვიგრძენი. თვალები გავახილე და ელვის სისწრაფით მოვტრიალდი. წამებში, სილუეტს მოვკარი თვალი. გაქრა. ცინიკურად გამეღიმა საკუთარ თავზე. ისევ დავხუჭე თვალები. ისევ ის შეგრძნება. სურვილი გამიმძაფრდა. გონება დავძაბე, რომ მოტრიალებისას მომესწრო დანახვა, მაგრამ წამით შევხედე და ისევ გაქრა. შიშით, ხომ არ შევიშალეთქო, სასწრაფოდ წამოვდექი და წამოვედი. სახლში, რამოდენიმეჯერ ვცადე, უცნობი, უფრო კი ნაცნობი ,,ეგოს“ დანახვა, მაგრამ უშედეგოდ.
  კაფე – ,,პარიზი“ . დუბლი ორი.
  იგივე შეგრძნება. უკვე მერამდენედ. დაღლილობისგან ჩამოვუში ხელები. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ როგორც კი ამ სილუეტს ვხედავ ვიცლები. მერე ისევ მავსებს.  ჩემეულია...
  – არა, ნამდვილად არსებობს! აბა ეს რას ნიშნავს? უკვე მერამდენედ ვხედავ! ნეტავი ჩემი ილუზიის ნაყოფია? რა მჭირს?  ნერვიულად მოვუკიდე სიგარეტს და ყავა მოვსვი....
    კაფე - ,,პარიზი". დუბლი სამი.
  დღეს ისევ შევედი კაფეში. ამჯერად აღარ გავიმეორე იგივე... უბრალოდ ყავა დავლიე და რამოდენიმე ნოველა წავიკითხე. წამოვდექი. გამოსვლისას,  ზურგს  უკან სუნთქვა ვიგრძენი. მოვტრიალდი და იმ წამსვე ვიცანი. თურმე არსებობს! სიხარულისგან ემოცია შემეტყო სახეზე. წამოწვითლდი.  ასე გავიცანით მე და შენ ერთმანეთი.
  ახლა რომ მკითხონ, რა არის ბედნიერებაო? ვუპასუხებ, რომ ბედნიერება- ნებიერა ბედია, რომელსაც ჩვენ ვქმნით , ნებსით ან უნებლიედ. დროებით ან სიცოცხლის ბოლომდე. ისე კი, ყოველთვის მაწუხებდა კითხვა, როგორ შეიძლება შექმნას ადამიანმა თავისი ბედი?
– რწმენით! –  ვუპასუხე  საკუთარ თავს...
  მე  ბედნიერი ვარ.
                                                       
                                     
 
   
       


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები