ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: თარგმანი
20 იანვარი, 2011


ჯონ ფოქსი ,,პოვნა იმისა, რაც არ დაგიკარგავს

ძვირფასებო!
ამჟამად საშუალება მაქვს, ნაწილობრივ, ფრაგმენტულად მაინც ვთარგმნო  თქვენთვის შერჩეული მასალები იმ მრავალრიცხოვანი ინგლისურენოვანი ლიტერატურიდან, რომელიც ლექსის თხზვის შესწავლასთან  დაკავშირებულ პრობლემებს ეხება. თქვენი დაინტერესების შემთხვევაში, ცხადია, შევეცდები, მეტი  ახალი მასალა ვთარგმნო და მოგაწოდოთ,

წინამდებარე ტექსტი ნაწილ-ნაწილ, გაგრძელებებით  დაიდება,  ასე რომ, დაინტერესებულებმა თვალყური ადევნეთ.


სამი რამ, რასაც უნდა მივეჩვიოთ
- - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - -
(თხზვა და მედიტაცია)


ეპიგრაფები:

,,პოეზია მედიტაციის სახეობაა, რომელიც მე მამშვიდებს და მაბრუნებს საკუთარ თავთან"
                                                                                              ალენ გინსბერგი.


,, ღმერთი მდუმარების მეგობარია, ხეები, ყვავილები, ბალახი მდუმარებაში იზრდება. შეხედე ვარსკვლავებს, მთვარეს, მზეს, როგორ მოძრაობენ მდუმარებაში!"
                                                                                                                                                                                  დედა ტერეზა
სამი , ერთმანეთთან დინამიკურად დაკავშირებული  მოქმედების ( აქტივობის) მედიტაციური პრაქტიკა  დაგეხმარებათ , გამოაღვიძოთ საკუთარ არსებაში პოეტური ხმა. ესენია:
1. სუნთქვა,
2. უძრაობა
3. მოსმენა


                                                          1. სუნთქვა

      მედიტაციის რამდენიმე ხერხის გამოყენებით თქვენ დაეუფლებით პოეზიის ძალას.
      შემოქმედებით პროცესში სუნთქვის ცნობიერი მართვა შესაძლებლობას მოგცემთ, შეაღწიოთ საკუთარ გულში.
      სუნთქვისადმი ყურადღებას მივყავართ მომენტამდე, რომლის დროსაც ჩვენი შეგრძნებები და გრძნობები მოსახელთებელი ხდება. ამ დროს ვეხმიანებით ჩვენი არსებობის ყოველ ცალკეულ გამოვლინებას. ისეთი კერძო გამოვლინებანი, როგორიცაა თქვენი კატის თათები, ქარის ხმა, სამზარეულოს მაგიდის ირგვლივ თავმოყრილი ხალხი - არის ის, რაც ჩვენს ლექსს ბასრად, მკვეთრად ფოკუსირებულს ხდის.
      სუნთქვა ცხოვრებასა და სიტყვებს ერთმანეთს ურწყამს. სიტყვები რაღაცას, გაცილებით  მეტს შეიცავენ, ვიდრე ბგერები ან მარცვლებია .. ვერცერთ სიტყვას ვერ წარმოთქვამთ სუნთქვის გარეშე. სუნთქვა აცოცხლებს სიტყვებს.
      სიტყვები სუნთქვამ შვა.
      როდესაც წერთ, შეუშვით სუნთქვა სიტყვებში. გააკეთეთ ეს საკუთარი ნაწერის ხმამაღლა წარმოთქმის გზით.. ასე  შესძლებთ, ბუნებრივად ჩართოთ თქვენი სუნთქვა სიტყვებში, რომელსაც წერთ.. შეახეთ ყველა სიტყვას, ყველა სტრიქონს თქვენი ლექსისა საკუთარი სუნთქვა, დაამჩნიეთ იგი!
  რის შესახებაც არ უნდა წერდეთ,  იგრძენით  მისი უნიკალური სუნთქვა-სიცოცხლე!
      მაგალითად,  თუ წერთ კატაზე, შეგრძნებითად შეუხამეთ თქვენი სუნთქვა მისას.  რაც მეტად დაეუფლებით სუნთქვას ცნობიერად,  მით უფრო განივითარებთ ინტიმურ დამოკიდებულებას ყველაფრისადმი, რასაც მოიცავს თქვენი  ყოველდღიური  ყოფა.
    გამოიყენეთ  თქვენი სუნთქვა, რათა  ლექსის თხზვისას  შეიგრძნოთ და  იგრძნო  თქვენებურად.
 

სავარჯიშო:
  ყურადღებით წაიკითხეთ ეს ტექსტი:
,,ვგრძნობდი, როგორ მეკვროდნენ ირგვლივ  ტყით დაფარული მთები, თითქოს ისინი ჩემს კანად იქცნენ, ვგრძნობდი
მათ ქვეშ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები