ნაწარმოებები


ლიტერატურულ კონკურს "ეგო-არტი 2014"-ზე საკონკურსო მასალების მიღება გრძელდება მიმდინარე წლის 19 სექტემბრამდე     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ემიგრანტის წერილი 2014“     * * *     ლიტერატურული ჟურნალი „ანეული“ აცხადებს „ერთი მოთხრობის კონკურსს“ რევაზ ინანიშვილის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე "ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები"

ავტორი: ანი მატისი
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2011


  ჩამოტვირთვა

Artemisia Absinthium ანუ შენ ჩემი "შეშლილი სოკრატე"-დიოგენე სინოპელი,მე შენი მარგარიტა გერტრუდა ზელე მაკლეონი-იგივე(მატა ჰარი)

ბექას




ლამბაქზე დარჩენილი ბოლო კარამელი გალოკა მთვარემ
და პულკეს რძისფერი ქაფიანი წვენი-ტეკილა.
მაგ შენი თვალების ცისფერი უპე....
ღვინის ცარიელ კასრში გძინავს და დღედაღამ მთვრალებს
ყოველი სიტყვა ცარიელი, ცას გუნდრუკს უკმევს.

მერე გოლფშტრემში ტერასაზე ლუდსაც მივირთმევთ.
ვიღაც იძახის:-სანტიაგო!-(შენ იხედები).
და ფქვილის ტომრის ნაჭრებისგან დაკერილ აფრებს
იცავ ქარისგან .და (შენ) მეთევზის, (მე) შენი ცოლის სახელს ვირქმევთ
და შენ, ჩემი, (ამ დროში მოხუცი),თევზს იჭერ,-ბადეში დანაფერს.

შემდეგი გაჩერება. პარიზის მე-8 ოლქში. ელისეს მინდვრები.
უცებ გადაფურცლე მატისის ალბომი. მოიცა! შეხედე - “წითელი თევზები”
მაგ შენს ცისფერ თვალებს ლუვრის მტვერი უცებ მოეფინა
და როგორც საფრანგეთს-“ეიფელი”, ისე არ მბეზრდები.
შენ-ჩემი ნაპოლეონ ბონაპარტი. მე-შენი ბოარნე ჟოზეფინა!

ნისანის 15. შეხედე ის ღრუბლები, ამდენ ხანს რომ ელი.
საწყალი ბერლიოზი...ანუშკამ რელსებზე ზეთი, რომ დაღვარა.
კოროვიევს კი, დამსხვრეულ პენსნეზე ისევ ვოლანდი შერჩა მარგალიტად...
ხელები დაიბანა! შენ მკითხე ვინ არის?- გპასუხობ:-“პილატე პონტოელი”.
შენ-ჩემი ოსტატი. მე-შენი მარგარიტა!

“გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა”-მარკესი. ევრიკა!
მეექვსე სართულის ფანჯრიდან “ლედი მადონებს’ უკითხავ ესენინს...
ეს გრძნობა,-ჩვენს ფერხთით დაყრილი ავკრიფეთ შინდებად
წავიღეთ სახლში და,-კედელზე დავკიდეთ პიკასოს “გერნიკა”....
შენ-ადამ, მე-ევა! აკრძალულ ნაყოფის ნუ შეგეშინდება!


Ani matisi  2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები