ხვავი
ხორბალს, ჭვავს თუ წიწიბურას, ფეტვს, მუხუდოს, ქერს და შვრიას, მიწა კვებავს, ცა ცვარს აფრქვევს და უგზავნის სხივს მადლიანს.
ადამის ძე მარჯვედ მხნეობს, ლოცვით იწყებს დილას მზიანს, მისი ოფლით გადანამულ დოვლათს-,,ჭირნახული'' ჰქვია.
ჯვარცმა
ჯვარცმის მადლი შეგეწიოს!- ლოცავს მღვდელი პატარას, მზე იღიმის და ბრწყინდება ზეცის ლურჯი კამარა.
თვალფოფინა გოგო-ბიჭებს უფლის კალთა მფარველობს, რომ დაიცვან, შეიყვარონ ეს ხატულა მთა, მდელო, უპატრონონ, მოუარონ სამშობლოს, საქართველოს.
ჰაერი
ჰაერს ცრემლად აეკინძა ჩუმი საგალობელი, ბერი ხანძთა სასოებით დგას და მლოცველს მოელის. ღირს მამათა ძვალშესალაგს მოსავს ზეცის ნათელი, საქართველოს ღმერთს ავედრებს წმიდა გრიგოლ ხანძთელი; ,,უდაბნოთა ქალაქმყოფი'', ,,ჩაუქრობი სანთელი''.
ჩემი ლექსების ციკლი ,,ანიდან...ჰაემდე'' (უმცროსკლასელთათვის) დასრულდა, უფლის ნებითა და შემწეობით. დიდი მადლობა ყველას, ვინც წაიკითხა, შეაფასა, ან უბრალოდ თვალი გადაავლო ჩემს მოკრძალებულ შემოქმედებას. მე თქვენს თანადგომას გამუდმებით ვგრძნობდი და სულიერად ვძლიერდებოდი. დაგლოცოთ უფალმა! მიყვარხართ! შეგეწიოთ დედა ღვთისმშობლის წყალობა და მეოხება მაცხოვრის წინაშე!!!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. გაიხარეთ :) გაიხარეთ :)
22. უი, წაკითხული მქონია მანამდე :) მაინც მოხარული ვარ, რომ ამ პატარა ლექსებით სიამოვნება მივიღე :) უი, წაკითხული მქონია მანამდე :) მაინც მოხარული ვარ, რომ ამ პატარა ლექსებით სიამოვნება მივიღე :)
21. ძალიან საყვარელი ლექსებია :) ვისიამოვნე :) კარგი ხარ, ავტორო:x ძალიან საყვარელი ლექსებია :) ვისიამოვნე :) კარგი ხარ, ავტორო:x
20. ანიდან ჰაემდე + და წარმატებები ავტორს :) :) :) ანიდან ჰაემდე + და წარმატებები ავტორს :) :) :)
18. ++-ები მთლიანად ანბანთქების ამ ციკლს :) ++-ები მთლიანად ანბანთქების ამ ციკლს :)
17. 5
,,ხორბალს, ჭვავს თუ წიწიბურას, ფეტვს, მუხუდოს, ქერს და შვრიას, მიწა კვებავს, ცა ცვარს აფრქვევს და უგზავნის სხივს მადლიანს.
ადამის ძე მარჯვედ მხნეობს, ლოცვით იწყებს დილას მზიანს, მისი ოფლით გადანამულ დოვლათს-,,ჭირნახული'' ჰქვია."
ნაღდად ბავშვისგულიანი ავტორის ლექსებია, მოსაწონი. დღეგრძელობას და წარმატებებს გისურვებთ.
5
,,ხორბალს, ჭვავს თუ წიწიბურას, ფეტვს, მუხუდოს, ქერს და შვრიას, მიწა კვებავს, ცა ცვარს აფრქვევს და უგზავნის სხივს მადლიანს.
ადამის ძე მარჯვედ მხნეობს, ლოცვით იწყებს დილას მზიანს, მისი ოფლით გადანამულ დოვლათს-,,ჭირნახული`` ჰქვია."
ნაღდად ბავშვისგულიანი ავტორის ლექსებია, მოსაწონი. დღეგრძელობას და წარმატებებს გისურვებთ.
16. დ ი დ ი მ ა დ ლ ო ბ ა ყ ვ ე ლ ა ს ! ! ! დ ი დ ი მ ა დ ლ ო ბ ა ყ ვ ე ლ ა ს ! ! !
15. კარგი წიგნი იქნება ბავშვებისთვის! ) კარგი წიგნი იქნება ბავშვებისთვის! )
13. ესენი აქამდე უნდა წამეკითხა თურმე ,შენც შეგეწიოს უფალი +++++ ესენი აქამდე უნდა წამეკითხა თურმე ,შენც შეგეწიოს უფალი +++++
12. მშვენიერია!ალბათ,სხვა ლექსებსაც შემოგვთავაზებთ?!:))) მშვენიერია!ალბათ,სხვა ლექსებსაც შემოგვთავაზებთ?!:)))
10. ძალიან კარგი ლექსებია, მომეწონა :) ძალიან კარგი ლექსებია, მომეწონა :)
9. იმედია ავტორი დიდ პაუზას არ გააკეთებს!:)
წარმატებები:) იმედია ავტორი დიდ პაუზას არ გააკეთებს!:)
წარმატებები:)
8. კარგებია .
555
კარგებია .
555
6. დიდი მადლობა, ლაა! დიდი მადლობა, ლაა!
5. გენაცვალე.. წარმატებები სულ - სულ :) გენაცვალე.. წარმატებები სულ - სულ :)
4. უღრმესი მადლობა, ნია-კო. გმადლობთ ოთარ, ილტოსპირელო! გამახარეთ ძალიან! უღრმესი მადლობა, ნია-კო. გმადლობთ ოთარ, ილტოსპირელო! გამახარეთ ძალიან!
3. გენაცვალეო... ჩემო წვიმის ასულო... ჩემს პატარა, პირველკლასელ ნათლულს ვუგზავნი შენს ანიდან ჰაემდე-ს და სწავლობს. მოიწყენს ახლა, დასასრულია-მეთქი, რომ ვეტყვი, მაგრამ თან გაუხარდება, ყველა ბგერაზე ძალიან ლამაზი ლექსი რომ ექნება. გაიხარე, წვიმის ასულო. შეგეწიოს ყველა დედაზე დიდი დედა მარიამი:) საუკეთესო სურვილებითა და პატივისცემით, ნინიკო მშვიდობაძე გენაცვალეო... ჩემო წვიმის ასულო... ჩემს პატარა, პირველკლასელ ნათლულს ვუგზავნი შენს ანიდან ჰაემდე-ს და სწავლობს. მოიწყენს ახლა, დასასრულია-მეთქი, რომ ვეტყვი, მაგრამ თან გაუხარდება, ყველა ბგერაზე ძალიან ლამაზი ლექსი რომ ექნება. გაიხარე, წვიმის ასულო. შეგეწიოს ყველა დედაზე დიდი დედა მარიამი:) საუკეთესო სურვილებითა და პატივისცემით, ნინიკო მშვიდობაძე
2. 555 ყოვლეთვის მომწონდა და კვლავაც დიდი სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს ლექსებს! 555 ყოვლეთვის მომწონდა და კვლავაც დიდი სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს ლექსებს!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|