ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ანნა მარია
ჟანრი: პოეზია
22 იანვარი, 2011


იყო და არა იყო რა


ეს გატაცებაც  ჩაივლის  ალბათ...
თან გაჰყვებიან შენი ვნებები
და მე კი, ტკბობის და ტრფობის ნაცვლად,
შენს მოლოდინში ჩავიფერფლები.
        შიში შემიპყრობის უიმედობის,
        ამ უსასოო სიჩუმის შიში...
        ნაღველიც ისე მომეძალება,
        რომ სიმწრის გემოს შევიგრძნობ პირში.
შეუმჩნეველი მოლოდინები...
თვალზე რამდენმა  ცრემლმა იგორა,
დაგავიწყდები როგორც ზღაპარი,
როგორც იყო და არა იყო რა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები