ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ი ლ ტ ო ს პ ი რ ე ლ ი
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2011


ქალაქი ვამპირია

თბილისი  ქალაქი-ვამპირია,
ჩემს სისხლს სვამს ნებიერ-გალაღებით,
უნდა ვთქვა: საერთოდ არ მჭირია,
ეს თქვენი ლამაზი ქალაქები!..

შენც სულ სხვა მზერა გაქვს, ქალაქელო,
გაღიმებს ეს ჩემი მიამიტი
ტრფიალი და შენაც სანაქებოდ
დამცინი, რომ ვსუნთქავ მე ამითი!..

იოლად და ცივად გამომცელავ
უარით... ვაგდივარ ბალახივით...
და დღეა მთლიანად პროცესია
და უიმედობის ბალდახინი...

ცხადია, ზურგს ვაქცევ მე ამ კუბოს,
ვეცდები, რომ მთებით მოვიშუშო
ტკივილი ქუფრი და დარდის გუბე
გავფანტო როგორმე, გავაშიშვლო...

რომ სულში სიბნელე არ დაბუდდეს,
რომ ლექსში სულ ცრემლით არ ვიჟღერო
აწ თუნდაც სამყარო გადაბრუნდეს,
მე თქვენი ხვალ აღარ დავიჯერო!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები