ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მუხრან აბაშიძე
ჟანრი: პროზა
24 იანვარი, 2011


ათი აზრი და ერთი ჭეშმარიტება (პირველი)

1. სიცოცხლე ჯილდოა იმისთვის, ვინც ადამიანად დარჩა და ბედნიერება დაიმსახურა; სასჯელი კი იმისთვის, ვინც დაკარგა ეს ჯილდო.

2. ბოროტთან ბრძოლა საჭირო არ არის,იგი თავისით დამარცხდება. სიკეთისთვის ბრძოლა კი საჭიროა, რომ შენ არ დამარცხდე.

3. ყველაზე მრავალფეროვანი ნორჩი ყვავილი;  ბუნებაზე მშვენიერი მშვენიერების სამშობლო; 
კ ა ც ო ბ რ ი ო ბ ის ა და კაცობრიობის სიყვარულის მ ო კ ვ დ ა ვ ი და უკვდავი ნერგი – ქალი.


4. საიდან საით?
უსასრულობიდან მოვდივართ უფლის  ნებით. მივდივართ იქ, სადაც ვართ, ყოველ შემთხვევაში ღმერთთან უნდა მივდიოდეთ.

5. ადამიანობის განსაზღვრაში უმნიშვნელოა ადამიანის სურვილის შესაძლებლობა და უმნიშვნელოვანესი–შესაძლებლობის სურვილი; არასასურველი არცაა სურვილი; მიუხედავად შესაძლებლობისა, სურვილი შესაძლებლობაცაა და ის არის მთავარი.

6. ბავშვობაში მუდამ დიდკაცობისკენ მივილტვით, დიდობაში კი საოცნებოდ  გვრჩება მისწრაფება ბავშვის თვალებისა და გულის სათნოებისა და სინაზისა. მოაზროვნე ,,დიდის" ცხოვრების მოწოდება უცოდველი პატარის დიდი სათნოებაა. სწორედ ამიტომ, დიდი ადამიანი კი არ შორდება, - უახლოვდება ბავშვობას.

7. სამწუხაროდ ვიცი, რა არის მწუხარება;  საბედნიეროდ ვიცი,რატომ ვიცი იგი, – საბედნიეროდ.

8. ჩემთვის მხოლოდ ის არ უსწავლებიათ,რაც მასწავლეს; - ისიც მასწავლეს,რაც ვისწავლე.

9. ცხოვრებას ულამაზესი კუთხით შეხედე, რომ მშვენიერი იყოს.

10. როცა გრძნობები თავისუფლებით ღელავენ და ვეღარ იტევენ თავისთავში წუთიერი ცხოვრების მარადიულ შინაარსს, - მაშინ მოდის  მუზა.

                                                                                                                                                                                  ავტორი: მუხრან აბაშიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები