ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ანნა მარია
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2011


ბედისწერა

  სიცოცხლე გვიყვარს, სიკვდილს გავურბით
და სიბერისაც სულ გვეშინია,
თუმცა, არასდროს არვინ არ ვუწყით
როდის ან რა დროს რა გვიწერია.
მჩქეფი სიცოცხლით სავსე ბუნებას,
მარადიული მწუხრი ჰფენია,
აქაურობა დასატოვებლად
არ გვემეტება, მაინც ძნელია...
გვიხმობს უფალი მის საუფლოში
და აღსასრულიც დადგება ჩვენი,
წინ გადაგვიშლის  ჩადენილ ცოდვებს
და ვერაფერი ვეღარ გვიშველის.
ყველა ვისჯებით ჩვენი საზომით
და  ვიმკით იმას, რაც გვითესია ,
არ დაგვავიწყდეს, სიკვდილთ წინაშე,
მეფეც, გლეხუჭაც რომ სწორფერია. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები