ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: იუმორისტული
29 იანვარი, 2011


ნამდვილი ამბები - I

###

სამარშუტო ტაქსში ჰყვებიან ანეგდოტებს სვანებზე.
ბავშვიანი ქალი, რომელიც მანამდე გაჩუმებული უსმენდა და სახეზე დიდი უკმაყოფილებაც ეხატა, უცებ წამოენთო:
_სვანები მასეთები არ არიან. სვანი ვარ, მაგრამ ასეთი არაფერი გამიგონია სვანებში.
ყველა გაჩუმდა.
ბავშვი, უცებ დედას მიუბრუნდა:
_დედა,დედა,  ვინ მოღუნა ბანანები ?!

p.s. ეს შემთხვევა ხუთი წლის უკან მოხდა. მე და ჩემი შვილი რუსთავ-თბილისის სამარშუტო ტაქსით ვმგზავრობდით. ამბობენ, ახლა ანეკდოტად დადისო.



###

მოსკოვის ხალხით გადაჭედილ მეტროს ვაგონში დგას კავკასიელი ქალი. მის წინ უაზრობამდე მთვრალი რუსია გახიდული.
გამოცხადდა სადგური "არბატი".
ქალი ეუბნება მთვრალ რუსს:
_ Пропустите пожалуйсто, мне надо сходить.
_ Пошла  на  Х... _  გააგზავნა ქალი რუსმა.
ქალი:
_ Не могу, мой хороший, мне надо именно на  Арбат.



###

ზაფხულია. ცხელა.
მშრალ ხიდთან გასულმა სამმა მეგობარმა მხატვარმა ვერაფერი გაყიდა. არა და როგორც წესი, დღის ბოლოს ლუდის დალევა აუცილებელია.. იფიქრეს, იფიქრეს სად შეიძლებოდა წასვლა და უცბად გაახსენდათ, რომ მათ მეგობარს ზუსტად იმ დღეს დაბადების დღე ჰქონდა.
გადაწყვიტეს "მიელოცათ".
მივიდნენ სახლში. ხედავენ კარში წერილია " სახელოსნოში ვარ".
სახელოსნოში კი საკმაოდ შორს იყო, მაგრამ მაინც წავიდნენ.
მივიდნენ. კარში წერილია. ერთმა წერილი კითხვა დაიწყო  "სასწრაფო საქმე გამომიჩნდა და მივდივარ. დასალევი არა მაქვს. დაბადების დღეს არ ვიხდი. "მწვანილების" გარდა, თუ რომელიმემ საჩუქარი მომიტანეთ, კარის მეზობელთან დატოვეთ, გადმომცემს"
ამ დროს მეორემ  გასაღების ძებნა  დაიწყო კართან დაგდებული ტილოს ქვეშ "ტილოს ქვეშ გასაღებს ნუ ეძაბთ, მიმაქვს,  ვინაიდან ორი კვირით ქალაქიდან გავდივარ" - დასრულდა  წერილის კითხვა.

პ.ს. "მწვანილები" ეს გახლავთ გასაყიდად შესრულებული ნახატები, რომლებსაც არანაირი მხატვრული ღირებულება არა აქვთ.


###

ჩემს სოფელში, სადაც ძირითადად ოსები და იმერლები ცხოვრობენ, სოფელი რუისიდან გადმოსახლდა ოჯახი ექვსი შვილით.ბავშვები ქირაზე მუშაობენ, ხან სოფლის საქონლის მწყემსად, ხან ვენახის წამვლაზე.
ერთი მეზობელი ძალიან ცუდად გახდა მა მისმა მეუღლემ რუისელების ერთ-ერთ შვილს, ლაშას, სთხოვა ვენახის მოწამვლა.
ლაშა წამალს ხსნის წყალში და მიწაზე ეღვრება.
ქალმა სთხოვა:
_ ლაშა,  დაბლა ნუ ღვრი, წიწილები მყავს და რომ შეჭამონ, დაიხოცებიან.
ლაშა ჩუმად აგრძელებს საქმეს და ისევ მიწაზე ღვრის წამალს.
ქალმა მეორედაც უთხრა:
_ შვილოოოო, წიწილები დამეხოცებიან, წამალს ნუ ღვრი.
ლაშამ ისევ არაფერი არ უპასუხა და ქალმა ვეღარ მოითმინა, უყვირა:
_ ბიჭო, შენ არ გესმის, წამალს დაბლა ნუ ღვრი, წიწილები დაიხოცებიან.
_ დაიხოცონ, მერე რა, მოკვდებიან?! _ მშვიდად უპასუხა ლაშამ.



###

ერთი მხატვარი ქალი სიძეს სთხოვს:
_ ქალაქში რომ გახვალ, ვარდები მიყიდე, ნატურმორტის ხატვა მომინდა რატომღაც.
_ "ტოშა", ვის გაუგია ცოცხალი სიდედრისთვის ვარდების ყიდვა ?! _ გაუკვირდა სიძეს _ მოკვდი და  "პოჟოლუსტა"  მიხაკებსაც  გიყიდი.



###

ხანშიშესულ ოს ცოლ-ქმარს ოჯახში სტუმრები ეწვივნენ თბილისიდან.
ისეთი ლამაზი კბილები ქონდა სტუმარ გოგოს, თვალს ვერ მოაცილებდი.
დიასახლისმა თავი ვერ შეიკავა და ეუბნება:
_ ძალიან ლამაზი კბილები გაააქ, მაგრამ ოქროები რატომ არა გაქ ?!
სტუმარს გაეცინა:
_ ახლა ოქროებს არავინ აღარ იკეთებს.
_ არააა, ათასში ერთი მაინც უნდა გქონდეს, ეგრე უფრო ლამაზი იქნებოდა.



###

იგივე ოსები.
ქმარს ეზოში დაყრილ სიმინდის ნაქურჩალზე ფეხი დაუცდა და წაიქცა. ცოლს ისე ეჩხუბა რატომ ყრია ნაქურჩალი, რამის წავიქეციო, რომ იმისი ყვირილი სოფელს ესმოდა.
საღამოს დათვრა და საწოლიდან გადმოვარდა, ცოლმა ძლივს ააყენა იატაკიდან ჩხუბით:
_ აქაც ჩემი ნაქურჩალი ყრია ?!








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს