ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2011


დღე ----- ღამის სიზმარი

მთელ  ღამეს ,  მთელ  ღამეს ,
ღამეს  დღე  ესიზმრა,
დღე ასე  ახლოა,
დღე,  როცა  მე  შენი
კვლავ  ნახვის  სურვილით,
დავივლი  ქუჩებს  და
აღარსად  შემხვდები

სადა  ხარ ?...სად  ფეთქავს
იანვრის  მზის  შუქი,
შენს თმებზე ,  შენს  მხრებზე
შეხების  სურვილით
მე  ისევ  გავყვები
გაცრეცილ  პროსპექტებს....
მერე რა , თუ  დავრჩი
ჩაკეტილ  კარს  მიღმა !...
მე ისევ  ჩურჩულით ვიტყვი  რომ მჭირდები,
და  ალბათ  ვერასდროს , რომ მე შენ  მიყვარხარ...

ზამთრის  გრძელ  ღამეში ,
იანვრის  ცივი მზე,
დღე-----  ღამის  სიზმარი,
ღამე----- დღის  სიმძიმე...

მე  მაინც  მიყვარხარ.



25.01.2011.  სერგეი  ნეველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ემილი1999 ვულოცავთ დაბადების დღეს