ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანნა მარია
ჟანრი: პოეზია
28 იანვარი, 2011


>>><<<


მოჯადოებული  ღიმილი გაჰკვეთა ელვამ
და წვიმა მოვიდა ისევ...
ყველა სურვილი წყალმა გარეცხა
და სიმარტოვე გამეფდა მყისვე...
              წამით შეკრთა და ეს აღმოჰხდა:
              ,,ეს ღირსეულ კაცს არა სჩვევია,
              არა ჩაივლის ქვეყნად უკვალოდ,
              რომ დაკარგულიც არაფერია...“
წვიმა კი ისევ აფხიზლებდა ბურანში წასულს,
ხეტიალობდა, თან სდევდა ქროლვა წარსულის ქარის,
თვალებში ბოღმა, სიძულვილი გამოსჭვიოდა,
მაგრამ ეს იყო...  სიყვარული სულელი ქალის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები