 | ავტორი: შატილიონი ჟანრი: პოეზია 28 იანვარი, 2011 |
(ძღვნად ბატონ პეტრე ქოჩაკიძეს!)
ქართული სიტყვის მზეცხელით ვახურე არაზანები, ვაცხე პურ-ნუგბარეული, ნაკურთხი წმინდა სამებით! მაშრიყ-მაღრიბით ვაწვიე სიბრძნისა არმაღანები, უხვად ვუბოძე უპოვართ საზრდო, ძოწი და ლალები, თუცა მადლისა მუქაფად ცრუთა სათხეველს გავები! ვიმკე სამკალი თავთავთა, ქართულ მზით ნაღაღანები, ვეღარ მოვლიე მადლი თუ ჭირთამნახველი ყანები, კლდეს გავჭერ დარიალანი, დარუბანდს შევხსენ კარები! მერე ქება ვთქვი ვაზისა, უფლისა დანაბარები! ერთ გობად დავსხი კავკასნი: კოლხნი, ლაზნი და წანარნი, ჯიქნი და ვაინახელნი, ლეკნი ორბისებრ ფრთამალნი, ერთი ბეღლიდან ვაპურე, ერთი ვუკურთხე მარანი. ერთი ტაძარი ავუგე, ერთი ვუწამლე წამალი, ერთი დედის რძე ვაფიცე, ერთი ვასურვე სალამი! ვარბიე ქვეგამხედვარი, ვმუსრე ციხე და დარანი, ქარვა-მინანქრით ავავსე საწნახელი და მარანი, კოშკეთი ვაგე არღუნზე, უტეხი ცადამავლი, უფლისა ბეჭდით ვამოწმე ჩემი ზღვარი და სამანი!... მერე... ჩაშრტა და ჩაღველფდა მადლისა ჩემთა ჩარანი, უკან მოიქცა სიავით ბედის ჩარხი და ჯარანი! ვინ წამიბილწა სავანე?! ვინ გადამიწვა ყანები?! ვინ დამიგორა ლოდები, სისხლ-ოფლითა და წამებით, საუფლო ტაძრად დათქმული, გოლგოთას ანატანები?! თუ იალბუზი დავდრიკე, ზეცით დარისხდნენ ზარები, რად დამეგმანა სამოთხის შეზამბახული კარები? სად გაქრა ჩემი ბორჯღალი, ღამეც რომ დღებრ მინათებდა? ცას შეკიდული ზარდახშა ნიადაგ მჭევრთა საქებრად! ვაი, რომ ჩემი წარსული ხელის გულად ჩანს აქედან! ვიღაცა ბილწი ღვთის დედას კვართის საკინძეს ახევდა, დიდპაპა მკერდით იცავდა, სისხლს და ცრემლს ერთად ათხევდა! ---------------------------------------------------- გავხედავ, ნისლში დაცურავს მზე წითლად განაწირები, აღარ მზეობენ ძველებურ მისი უღონო სხივები, ვერ დავაქუჩე კერაზე ქარს გაყოლილი შვილები, ობლად მიწაზე მავალი სევდაში ჩავიძირები!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. ბედნიერი ვიყავი კითხვისას. ბედნიერი და ძალიან ამაყი. იშვიათად მეწვევა ხოლმე ასეთი გრძნობა! დიდი მადლობა ასეთი ლექსისთვის! :) ბედნიერი ვიყავი კითხვისას. ბედნიერი და ძალიან ამაყი. იშვიათად მეწვევა ხოლმე ასეთი გრძნობა! დიდი მადლობა ასეთი ლექსისთვის! :)
29. ვახ,მაგარია..შევვსე ამ დილაუთენია:)))გაიხარეთ ავტორმაც და ადრესატმაც...+++++ ვახ,მაგარია..შევვსე ამ დილაუთენია:)))გაიხარეთ ავტორმაც და ადრესატმაც...+++++
28. ქართთველნო, კიდე-კიდე ნუ ივლით! ნუ გჩვევით ხრამში ყურება!!! მიმბაძველნო ყველაფერი ცუდისა და ავისა - გეუბნებით მიბაძეთ მათ ვინც ქართველია!!! ილექსეთ, როგორც ლექსობენ ძმანნი თვისანი მგლისთავ ღვთისანი!!! ძლიერს ბიჭობას ახლავს "ცხელმზიანობა"!!! ელდარ, ლექსად ფენილო ქართულ ზეცაზე, განაბნიე მრავლად მარგალიტები ქართულისა ენისანი, მაგრამ უფალს უთქვამს "ღორებს ნუ დაუყრითო" ღორებო იკითხეთ იქნებ დინგი დაგისუფთავდეთ!!!
ვაჟკაცნო დღეგრძელობა თქვენ!!! ძლიერი მიძღვნა პეტრესადმი!!! გაიხარეთ თქვენა!!! ქართთველნო, კიდე-კიდე ნუ ივლით! ნუ გჩვევით ხრამში ყურება!!! მიმბაძველნო ყველაფერი ცუდისა და ავისა - გეუბნებით მიბაძეთ მათ ვინც ქართველია!!! ილექსეთ, როგორც ლექსობენ ძმანნი თვისანი მგლისთავ ღვთისანი!!! ძლიერს ბიჭობას ახლავს "ცხელმზიანობა"!!! ელდარ, ლექსად ფენილო ქართულ ზეცაზე, განაბნიე მრავლად მარგალიტები ქართულისა ენისანი, მაგრამ უფალს უთქვამს "ღორებს ნუ დაუყრითო" ღორებო იკითხეთ იქნებ დინგი დაგისუფთავდეთ!!!
ვაჟკაცნო დღეგრძელობა თქვენ!!! ძლიერი მიძღვნა პეტრესადმი!!! გაიხარეთ თქვენა!!!
26. ვერაფერს ვამბობ! მეც ქედს ვიხრი თქვენს წინაშე სიტყვამადლიანო ადამიანებო!!! ვერაფერს ვამბობ! მეც ქედს ვიხრი თქვენს წინაშე სიტყვამადლიანო ადამიანებო!!!
25. თავს ვხრი აქ... 55555555 თავს ვხრი აქ... 55555555
24. 18. ვმადლობ უფალს,შენი თავი რომ მაჩუქა! ჩონგურის სიმივით ვირხევი ერის საჩინო კაცო და თანავედასები ტკბილნაკადულის წყაროს შენსას, რომელმაც გაკვანძა ქართული სულის კავშირი, მე ფრიადცოდვილთან. `` შენი ლექსები აკროსტიხურნი, მარგალიტები ურთერთ კიდულნი" სამყაროს სვეტივით ცას ეკიბება ენა ქართული! გალობის თავხელმწიფე ბოხუმით მინდა დავიბუბუნო,მუხლს ვიდრეკ მარგალიტების მბოჭველთან. აბა დვრინი ქართველნო! პეტრე. 2011-01-30 19:50:42 ამაზე უკეთეს სიტყვებს მე ვერ გეტყვით.... 18. ვმადლობ უფალს,შენი თავი რომ მაჩუქა! ჩონგურის სიმივით ვირხევი ერის საჩინო კაცო და თანავედასები ტკბილნაკადულის წყაროს შენსას, რომელმაც გაკვანძა ქართული სულის კავშირი, მე ფრიადცოდვილთან. `` შენი ლექსები აკროსტიხურნი, მარგალიტები ურთერთ კიდულნი" სამყაროს სვეტივით ცას ეკიბება ენა ქართული! გალობის თავხელმწიფე ბოხუმით მინდა დავიბუბუნო,მუხლს ვიდრეკ მარგალიტების მბოჭველთან. აბა დვრინი ქართველნო! პეტრე. 2011-01-30 19:50:42 ამაზე უკეთეს სიტყვებს მე ვერ გეტყვით....
23. საჩუქარია :) საჩუქარია :)
22. უღრმესი მადლობა თქვენ, ზაზა_გაბეჩავა და ჩემო მუხა, გაიხარეთ! უღრმესი მადლობა თქვენ, ზაზა_გაბეჩავა და ჩემო მუხა, გაიხარეთ!
21. ღმერთმა აამზიანოს საქართველო! ღმერთმა აამზიანოს საქართველო!
20. სიტყვები, კი არა მარგალიტები გცვივა პირიდან,, ავტორიც და ადრესატიც , ღირსეული ვაჟკაცები ხართ, გვიმრავლოს ღმერთმა თქვენისთანები ლექს უმაღლესი შეფასება! სიტყვები, კი არა მარგალიტები გცვივა პირიდან,, ავტორიც და ადრესატიც , ღირსეული ვაჟკაცები ხართ, გვიმრავლოს ღმერთმა თქვენისთანები ლექს უმაღლესი შეფასება!
19. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, ბატონო პეტრე! ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, ბატონო პეტრე!
18. ვმადლობ უფალს,შენი თავი რომ მაჩუქა! ჩონგურის სიმივით ვირხევი ერის საჩინო კაცო და თანავედასები ტკბილნაკადულის წყაროს შენსას, რომელმაც გაკვანძა ქართული სულის კავშირი, მე ფრიადცოდვილთან. '' შენი ლექსები აკროსტიხურნი, მარგალიტები ურთერთ კიდულნი" სამყაროს სვეტივით ცას ეკიბება ენა ქართული! გალობის თავხელმწიფე ბოხუმით მინდა დავიბუბუნო,მუხლს ვიდრეკ მარგალიტების მბოჭველთან. აბა დვრინი ქართველნო! ვმადლობ უფალს,შენი თავი რომ მაჩუქა! ჩონგურის სიმივით ვირხევი ერის საჩინო კაცო და თანავედასები ტკბილნაკადულის წყაროს შენსას, რომელმაც გაკვანძა ქართული სულის კავშირი, მე ფრიადცოდვილთან. `` შენი ლექსები აკროსტიხურნი, მარგალიტები ურთერთ კიდულნი" სამყაროს სვეტივით ცას ეკიბება ენა ქართული! გალობის თავხელმწიფე ბოხუმით მინდა დავიბუბუნო,მუხლს ვიდრეკ მარგალიტების მბოჭველთან. აბა დვრინი ქართველნო!
17. მადლობა ყველას, ვინც ჩემს ლექსებს კითხულობთ! მადლობა ყველას, ვინც ჩემს ლექსებს კითხულობთ!
16. გავხედავ, ნისლში დაცურავს მზე წითლად განაწირები, აღარ მზეობენ ძველებურ მისი უღონო სხივები, ვერ დავაქუჩე კერაზე ქარს გაყოლილი შვილები, ობლად მიწაზე მავალი სევდაში ჩავიძირები!
ჩამოსხმული ლექსია, ძველი დიდებით და ახლანდელი სევდით ნაფერი, გაიხარე, ელდარ. :) გავხედავ, ნისლში დაცურავს მზე წითლად განაწირები, აღარ მზეობენ ძველებურ მისი უღონო სხივები, ვერ დავაქუჩე კერაზე ქარს გაყოლილი შვილები, ობლად მიწაზე მავალი სევდაში ჩავიძირები!
ჩამოსხმული ლექსია, ძველი დიდებით და ახლანდელი სევდით ნაფერი, გაიხარე, ელდარ. :)
15. 555 მსუყეა ენა ქართული, თუ მპვნელი შესაფერისი შეხვდა! 555 მსუყეა ენა ქართული, თუ მპვნელი შესაფერისი შეხვდა!
14. გაიხარეთ ბ-ნო ელდარ! +2 გაიხარეთ ბ-ნო ელდარ! +2
13. მშვენიერია ++ მშვენიერია ++
12. ასე მგონია, ისტორიული გმირები ცოცხლდებიან თქვენს ლექსებში... უკვე სანთლით საძებარი, ქართული სიტყვის მადლი იღვრება თქვენი ლექსებიდან... მიხარია, რომ მეგულებით... 5 ასე მგონია, ისტორიული გმირები ცოცხლდებიან თქვენს ლექსებში... უკვე სანთლით საძებარი, ქართული სიტყვის მადლი იღვრება თქვენი ლექსებიდან... მიხარია, რომ მეგულებით... 5
11. მიყვარს მე აქ შემოსვლა...5 მოკითხვა ავტორს... მიყვარს მე აქ შემოსვლა...5 მოკითხვა ავტორს...
10. უკან მოიქცა სიავით ბედის ჩარხი და ჯარანი! ვინ წამიბილწა სავანე?! ვინ გადამიწვა ყანები?! ვინ დამიგორა ლოდები, სისხლ-ოფლითა და წამებით, საუფლო ტაძრად დათქმული, გოლგოთას ანატანები?! -ძალიან კარგად წერთ!გაიხარეთ, უფალმა უმრავლოს თქვენისთანა მამულიშვილები საქართველოს! უკან მოიქცა სიავით ბედის ჩარხი და ჯარანი! ვინ წამიბილწა სავანე?! ვინ გადამიწვა ყანები?! ვინ დამიგორა ლოდები, სისხლ-ოფლითა და წამებით, საუფლო ტაძრად დათქმული, გოლგოთას ანატანები?! -ძალიან კარგად წერთ!გაიხარეთ, უფალმა უმრავლოს თქვენისთანა მამულიშვილები საქართველოს!
9. როგორ მიყვარს შენი ლექსები, ელდარ! ძალიან-ძალიან! წყაროსავით მორაკრაკებს დალოცვილი ქართული სიტყვა! ქართული მადლი ტრიალებს ყოველ სტრიქონში!
დიიიდი 5 შენ, მადლიანო ადამიანო! 5 როგორ მიყვარს შენი ლექსები, ელდარ! ძალიან-ძალიან! წყაროსავით მორაკრაკებს დალოცვილი ქართული სიტყვა! ქართული მადლი ტრიალებს ყოველ სტრიქონში!
დიიიდი 5 შენ, მადლიანო ადამიანო! 5
8. ერთ გობად დავსხი კავკასნი: კოლხნი, ლაზნი და წანარნი, ჯიქნი და ვაინახელნი, ლეკნი ორბისებრ ფრთამალნი, ერთი ბეღლიდან ვაპურე, ერთი ვუკურთხე მარანი. ერთი ტაძარი ავუგე, ერთი ვუწამლე წამალი, ერთი დედის რძე ვაფიცე, ერთი ვასურვე სალამი!
მზეცხელით.... მომეწონა ეს სიტყვა...
ერთ გობად დავსხი კავკასნი: კოლხნი, ლაზნი და წანარნი, ჯიქნი და ვაინახელნი, ლეკნი ორბისებრ ფრთამალნი, ერთი ბეღლიდან ვაპურე, ერთი ვუკურთხე მარანი. ერთი ტაძარი ავუგე, ერთი ვუწამლე წამალი, ერთი დედის რძე ვაფიცე, ერთი ვასურვე სალამი!
მზეცხელით.... მომეწონა ეს სიტყვა...
7. მშვენიერია .
555 მშვენიერია .
555
5. ღირსეული მიძღვნაა! პირადად მე-ბატონი პეტრეს გვერდის ხშირი სტუმარი ვარ და ვისვენებ:) სხვასაც ვურჩევ! უდიდესი სიყვარული ჩემი-ავტორსაც და ადრესატსაც! პატივისცემით-
ღირსეული მიძღვნაა! პირადად მე-ბატონი პეტრეს გვერდის ხშირი სტუმარი ვარ და ვისვენებ:) სხვასაც ვურჩევ! უდიდესი სიყვარული ჩემი-ავტორსაც და ადრესატსაც! პატივისცემით-
4. დაგლოცოთ უფალმა! შეგეწიოთ დედა ღვთისა! +5 დაგლოცოთ უფალმა! შეგეწიოთ დედა ღვთისა! +5
3. მაგარი მიძღვნა მაგარ ადრესატს! 5555555555555555555 მაგარი მიძღვნა მაგარ ადრესატს! 5555555555555555555
2. იმსახურებს ბატონი პეტრე ამგვარ ლექსს. ჰგავხართ ერთმანეთს ქართული სულითა და ლაზათით. ჩემი უდიდესი მოკრძალება და პატივისცემა თქვენ, დიდო ადამიანებო. გაიხარეთ. პატივისცემით, ნინიკო მშვიდობაძე იმსახურებს ბატონი პეტრე ამგვარ ლექსს. ჰგავხართ ერთმანეთს ქართული სულითა და ლაზათით. ჩემი უდიდესი მოკრძალება და პატივისცემა თქვენ, დიდო ადამიანებო. გაიხარეთ. პატივისცემით, ნინიკო მშვიდობაძე
1. გავხედავ, ნისლში დაცურავს მზე წითლად განაწირები, აღარ მზეობენ ძველებურ მისი უღონო სხივები, ვერ დავაქუჩე კერაზე ქარს გაყოლილი შვილები, ობლად მიწაზე მავალი სევდაში ჩავიძირები! მადლიანსიტყვიანო ადამიანო! :) გავხედავ, ნისლში დაცურავს მზე წითლად განაწირები, აღარ მზეობენ ძველებურ მისი უღონო სხივები, ვერ დავაქუჩე კერაზე ქარს გაყოლილი შვილები, ობლად მიწაზე მავალი სევდაში ჩავიძირები! მადლიანსიტყვიანო ადამიანო! :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|