ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი მატისი
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2011


“სამოსელი პირველი” ანუ შენ, როგორც დომენიკო და მე, როგორც სიტყვა “მაშასადამე”....

ჰალე!-ასე მოგმართავ დომენიკო. მე-ანა-მარია!
ქალი, რომელიც არ გეკუთვნის,-შენი ცოლია.
შენ გაურბიხარ ამ რიტუალებს და ამ სოფელს, მიზნად ისახავ
შენ კანუდოსში დამკვიდრებას და არ გცალია,
რომ მე ვდგევარ და გელოდები ისევ ხის სახლთან.

შენ დაიღალე ვერცხლისფერმერქნის ხესთან ამბორით.
მიწის ბელტისგან შენ შექმენი ქალი ტერეზა-რიტუალური მეძავი, კახპა.
ვხედავ რა ვნებით ეწაფები და ხელები შენი, მის გავას აკრავს.
გრძნობას, რომელსაც უწოდებდი “კაკტუსის ყვავილს”, ჩემი სულიდან ამოხაპე
და შენს ფრჩხილებსქვეშ ჩამჯდარ მიწას, ზედ აწერია –იაფი მარკა!

მე ტანსაცმლიდან მოგლეჯილ მომცრო ნაჭრებს,-რასაც ცეცხლში ვყრი,
თან გავაყოლე შენი სიტყვებიც: ”მიყვარხარ მადამ”!
“ცეცხლი სითბონარევ ამ ნაკუწებს ცამდე აიტანს” -ერთად ვიწამეთ
ეს რიტუალი! შენ გაემგზავრე კამორაში, სადაც ალბათ დარჩები მუდამ.
მე კი წვიმის დროს, ცარიელ თიხის ჭურჭელს,ისევ ჩამოვზიდავ ციდან-მიწამდე!

.      .      .      .      .      .      .      .      .      .      .      .      .      .      .      .      .      .

წლების მერე კი, დავინახე შენი საცოლე, ლამაზი როგორც სიტყვა “მოიისფრო”
და შენც შეცვლილი, მის გვერდით იდექი, როგორც სიტყვა, ”გავძეხი”, მე კი ისეთი ვიწრო
კაბა მეცვა,-სუნთქვაც კი მიჭირდა! ორივე შეჩერდით სოფლის წინ ჯიხურთან.
მე განზე გავდექი, როგორც ზედმეტი სიტყვა, ”მაშასადამე”. ამ ბოლო სუნთქვასაც ვიწერ
და,-რომ არ შემცივდეს, ამ სოფლის კარებს შენთვის საბოლოოდ მივხურავ!


Ani matisi  2011







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები