ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ქურდაძე
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2011


*** (დავზარდით ერთმანეთს)

დავზარდით ერთმანეთს
და ბოლო სიტყვები
სეტყვებად დავიხორკლე გულზე.
არაფერს მპირდები
და მხოლოდ სიჩუმით
გავაბი შენამდე ძაფი...
ცას ჩამოვაჭერი ცისფერი ზეწარი,
ცხელი მზე სასთუმალს მითბობს,
მიწას ჩავეზარდე და უნდა ვეწამო,
ცოლად მე სიკვდილი მითხოვს.
შიშია თვალებში?
ლოდინი?
იქნებ სიზმრებია ჩვენი,
მოდი, გაზაფხული შემასვი პეშვებით,
რომ გამიხანგრძლივო დღენი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები