ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ანნა მარია
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2011


პატარა სიცოცხლე

ხეს მოსწყდა პატარა, ნაზი ფოთოლი,
დაფარფატებდა კენტად და ცალად.
ასე ფარფატში ვიღაცას ეძებდა,
რომ  გაეხადა თავშესაფარად.
        ზევიდან ყველას კარგად ხედავდა
        თითქოს ლამაზად ეჩვენებოდა,
        რაც უფრო დაბლა დაეშვებოდა,
        მით მეტი ტანჯვა ეძალებოდა.
ასეა თურმე,სხვის დანახული,
თითქოს ლამაზი, უზრუნველია,
როცა გამოსცდი საკუთარ თავზე
მაშინ მიხვდები, თურმე ძნელია.
      დაფარფატებდა ორი სამი დღე,
      სხვის ჭირ–ვარამით აღელვებული,
        ბოლოს დაეცა დაბლა მიწაზე
      და განუტევა საბრალომ სული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები