ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ქურდაძე
ჟანრი: პოეზია
2 თებერვალი, 2011


*** (იქითა ნაპირს მიუყვები)

იქითა ნაპირს მიუყვები,
ცხოვრებას მდორეს,
შენს მაჯისცემას ვუთვალთვალებ
ახლაც ჭოგრიტით,
დღეებს დალექილს ავამღვრევ და
დიდ ქვაბში მოვრევ,
რადგან "ძვირფასო",
შენს ფიქრებთან ვეღარ მოვრიგდი.
მერე ვუხუჭავ ღამეს თვალებს და
ვრჩები მარტო,
მერე, უბრალოდ "პოეტი" ვარ და
შენს თავს ვნატრობ,
ვნატრობ რომ შევწვდე ღრუბლებიდან
ჩამომწყდარ ვარსკვლავს,
მაგრამ მივხვდი,რომ უკვე არ ღირს
ამად ყოველი,
რადგან ცხოვრება ემსგავსება
წითელ ბუშტს გამსკდარს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები