ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2008


ისტერიკა

ისეთი უაზრო ამინდია,
თითქოს გაკლდეს - დარდებს დაგიმატებს,
ჯიბრით გავიხსენებ ყველა ცოდვას
და სილად გავაწნავ გულგრილ ხატებს.

ღმერთმაც - ზევით მცხოვრებ ოჯახივით
წვიმა დაუდევრად ჩამოგვიშვა...
თვალებით ვკივი - დამეხმარეთ!!!
თორემ... გარეგნულად არა მიშავს.

და თუ უთქმელად ვერ მიმიხვდები,
ნათხოვნ ყურადღებით გავიხარო?
ისე გადამღალა ამ ცხოვრებამ,
შატალოზე უნდა გავეპარო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები