ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მე-დეა
ჟანრი: პროზა
3 თებერვალი, 2011


როგორ გელოდი მა..

    მე - დეა მქვია! ნაომარი ზღვისფერი ქალაქიდან ვარ. სიკვდილს რომ გადავერჩინე, მამამ ცხრა მთა გადმომატარა მხრებით. მერე წავიდა კანფეტების მოსატანად, მაგრამ აღარ დაბრუნებულა...
  დედა დღემდე ყიდულობს ჩემთვის კანფეტებს და მეუბნება, რომ მამა მიგზავნის. მშობლებს ყოველთვის ჰგონიათ, რომ ბავშვის მოტყუება იოლია.
    დედა დილიდან საღამომდე მუშაობს და ხელები სტკივა, მაგრამ საღამოს მაინც თავისი ხელით მაჭმევს საჭმელს.
  დედა რომ იძინებს, მე უკვე მძინავს. დილით ბალიში სველი მხვდება და ვხვდები, რომ დღესაც მარტო უნდა ვიყოთ!
    მე დედისერთა ვარ! სახლი ძალიან ცივია, კედლები თეთრი!
  ახლახანს ტელევიზორში ვნახე მამა! მას მერე, ყოველდღე მივდივარ მის მდიდრულ სახლთან, მინდა შეპირებული კანფეტები და ცოტა სითბო ვითხოვო...
    ის ხურდას მაწვდის....
                                                                              2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები