ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
3 თებერვალი, 2011


მარადმწვანე...

ჩრდილთა შეჯიბრებას მხოლოდ ღამურები მსაჯობენ,
უკვე არ მჭირდები, რადგან უშენობას ვაჯობე.
ღამის გარინდებას სიჩუმე თან დაჰყავს მეხამლედ,
ქუჩის ლამპიონი სიბნელეს თვალებით ჩეხავდა.
ისევ მარტოობა, ისევ მარტოობის ანდანტე,
გამოვრთავ მოლოდინს, მინდა სამუდამოდ გათავდეს
მირაჟშერეული ოცნების ტკბილი ორცხობილა,
ჰო, უნდა მყოლოდი! რა მოხდა, თუკი არ მცნობიხარ...
ვნებების თამაში - მე დავდგი ასეთი პიესა,
საკუთარ დრამაში ფიქრებს საჭორაო მიეცათ.
სცილა და ქარიბდა - მათ შორის როგორღაც გავძვერი,
წლების გახუნებას ვიტან  მარადმწვანე ნაძვივით...
              .3.02.11


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები