ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ქეთუს
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2011


  ჩამოტვირთვა

უსათაურო

რთულია იწამო ვიღაცის ცრემლების,
ან ფუჭი სიტყვების,- ტყუილში ვბერდებით,
გაცვდა ყველა სიტყვა ჩვენ რომ ვიყენებდით,
ვითომ სიყვარულით, ასე გამუდმებით.

ან რაღა აზრი აქვს ირწმუნო მეგობრის?
გაპირფერებულთა მორიგი შენდობის
თხოვნები ისმინო და ისევ შენობის
დაიწყო შენება, ბევრჯერ ნგრეულ გრძნობით.

მიჰყვე ხელოვნებას,- დახატო „ლოლოტი“
ვან გოგის სიგიჟე ატარო მოლბერტით
და მაინც ცახცახებ, შფოთვას ვერ მოეშვი,
გაგიცვდა კითხვაში შექსპირის სონეტიც...

და როცა ვერ ხედავ ვეღარაფერში ხსნას,
გინდა, რომ ირწმუნო, შიშით იწყო ძრწოლა,
მაშ რად ვერ იხსენებ იმ წუთებში მრწამსსაც,
როცა გულით გინდა უფლის შენში ყოფნა...

მიზეზი ერთია - არ იცი რადა ხარ...
რა გინდა? - სუნთქავდე მხოლოდ და ცოცხლობდე?
თუ რაღაც უფრო მეტი, გიყვარდეს თავადაც,
ლოცვა შეგეძლოს და მიენდო ბოლომდე

უფალს!



(„უფალია ჩემი ხსნა... უფალია ჩემი ძალა... ის იყო ჩემი მხსნელი“ (ესაია 12,1-2)).

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები