ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ქურდაძე
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2011


*** (კერტებს გამოაჩენს, მარტის კვირტი)

კერტებს გამოაჩენს,მარტის კვირტი,
კარგად მომძებნე და დამაკვირდი,
გაზაფხულს ხალივით ვაზივარ კეფაზე,
კვირტი დამასკდება ბულბულის ყეფაზე.
შენთვის ვიღიღინებ, ღიღილოდ დაგათოვ,
მარტი მიპოვის და გულისპირს ჩამიხსნის,
რა გინდა არ ვიცი, გნებდები, რაღას მთხოვ,
შენი მკლავებიდან თავს ვეღარ დავიხსნი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები