 | ავტორი: აგლაია ჟანრი: პოეზია 30 აგვისტო, 2008 |
მიცქერ და დუმხარ, წყვეტილად ამბობ, რომ თვალი ჩემი თავადვე მიტევს... უსასრულოა ეს ტევადობა და ზეცის ამბორს ნუ ადებ კლიტეს. მაგრამ არ იცი, ეს მერამდენედ, ზეცის ამბორი მიწამ გათელა, და გათელილი ნაფეხურები, ჩამოეკიდა ზეცას სანთელად. რად შევეფარე ტირიფის სადგურს, რად შემიყვარდა, ეს, კიპარისი, შენ კი მაფასებ ერთჯერად ნახვით, და არაფერი ჩემი არ იცი... არ იცი, - გრიგალს როგორ დავუსხლტი, როგორ დამნებდა შტორმი და თქეში, რომ სიბოროტეს, მადლს გადავუხდი, და შიშველ ქვაზე დავტოვებ ტყეში. ისიც არ იცი, რომ ვარ კენტავრი, რომ გაზაფხულზე მაყრის ლექსები, და რომ ისინი გვირილებს გვანან, მძაფრ სიყვარულის ნორჩი მწყემსები. არ იცი, ახლა ღმერთს რომ ვადიდებ, უწინ სიყვარულს ვწირავდი ზვარაკს, ახლა რომ ვარსკვლავს ურცხვად შევყურებ, ვერ ვუსწორებდი თვალს წინათ ბარათს; ბართს რომელშიც ტრფობას ვმალავდით, ვმალავდით ჩვენს წილ ზეცას და სუნთქვას, სუნთქვით მოგზავნილ ტუჩის ნაკვალევს, და ფიქრის ნაგლეჯს - ვუთხრა, – არ ვუთხრა?! და ისე იქცა ბარათი ფერფლად, რომ ფიქრთ ნაგლეჯი არასდროს უთქვამს. არ იცი, რატომ ვიკრავ საკინძეს მაშინაც, როცა ჩამცქერის ზეცა, მაშინაც როცა მზით დანასხივებს, საწოლში ფერთაშლილ სიზმრებს ვკეცავ. არა, არ იცი! რად ვდუმვარ მაშინ, როცა სათქმელი მასკდება ღილზე, რად მლუმპავს ცრემლი, და რა მკლავს ასე, როცა ღიმილი მეფრქვევა პირზე. ან როგორ ვკემსავ გარღვეულ გულს და, როგორ შევნატრი იგი არ მქონდეს, და მის სანაცვლოდ ღმერთს სისხლს ვუწყალებ, რომ გულის ნაცვლად, მზეი დამქონდეს. არ იცი, ჩემში რამდენი სხივი მიისაკუთრა თავხედმა ბინდმა, არ იცი, როგორ ამიწვა მკერდი, როგორ გამწირა ჩემივე “მინდამ”. არ იცი...! ღმერთო, როგორ შემცქერი, ან როგორ ბედავ სიტყვით დამხატო, გესმის?! არ იცი! და ნუღარ ცდილობ როგორმე შენი ცოდნა გამხადო...!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. აინტერესო ვინმე ხარ...
მომეწონა ლექსი ძალიან....
რად შევეფარე ტირიფის სადგურს, რად შემიყვარდა, ეს, კიპარისი, შენ კი მაფასებ ერთჯერად ნახვით, და არაფერი ჩემი არ იცი... არ იცი, - გრიგალს როგორ დავუსხლტი, როგორ დამნებდა შტორმი და თქეში, რომ სიბოროტეს, მადლს გადავუხდი, და შიშველ ქვაზე დავტოვებ ტყეში. ისიც არ იცი, რომ ვარ კენტავრი, რომ გაზაფხულზე მაყრის ლექსები, და რომ ისინი გვირილებს გვანან, მძაფრ სიყვარულის ნორჩი მწყემსები.. აინტერესო ვინმე ხარ...
მომეწონა ლექსი ძალიან....
რად შევეფარე ტირიფის სადგურს, რად შემიყვარდა, ეს, კიპარისი, შენ კი მაფასებ ერთჯერად ნახვით, და არაფერი ჩემი არ იცი... არ იცი, - გრიგალს როგორ დავუსხლტი, როგორ დამნებდა შტორმი და თქეში, რომ სიბოროტეს, მადლს გადავუხდი, და შიშველ ქვაზე დავტოვებ ტყეში. ისიც არ იცი, რომ ვარ კენტავრი, რომ გაზაფხულზე მაყრის ლექსები, და რომ ისინი გვირილებს გვანან, მძაფრ სიყვარულის ნორჩი მწყემსები..
20. ზეცის ამბორი მიწამ გათელა, ++ ზეცის ამბორი მიწამ გათელა, ++
17. შიგადაშიგ წავიკითხე და 4 შიგადაშიგ წავიკითხე და 4
16. ვერ დაიჯერეეეეეეეეეეეეებ ვერ დაიჯეეეერეეეეეეეეეეეეებ ვერ დაიჯეეეეეეეეეეეეერეეეეეეეეეეებ არ იცი, არააააააააააააა! ვერ დაიჯერეეეეეეეეეეეეებ ვერ დაიჯეეეერეეეეეეეეეეეეებ ვერ დაიჯეეეეეეეეეეეეერეეეეეეეეეეებ არ იცი, არააააააააააააა!
14. ძალიან გაწელილია სათქმელი. 4! ძალიან გაწელილია სათქმელი. 4!
13. აქ დავდე პირველად და სხვა ლექსები სად წაიკითხე მეთქი აქ დავდე პირველად და სხვა ლექსები სად წაიკითხე მეთქი
12. ზედმეტად დატვირთულია სახეებით, რაც ხელოვნურობის შთაბეჭდილებას ტოვებს. 4 და წარმატებები. ზედმეტად დატვირთულია სახეებით, რაც ხელოვნურობის შთაბეჭდილებას ტოვებს. 4 და წარმატებები.
11. პირველი ლექსია რაც დაწერე საერთოდ? გადავირევი ახლა :) პირველი ლექსია რაც დაწერე საერთოდ? გადავირევი ახლა :)
10. NIKI-ს "შენი სხვა ლექსების მერე არ მქონდა იმედი რომ მომეწონებოდა" სხვა რომელი ლექსები გაქვს ცჰემი წაკითხული? პირველი ლექსია... NIKI-ს "შენი სხვა ლექსების მერე არ მქონდა იმედი რომ მომეწონებოდა" სხვა რომელი ლექსები გაქვს ცჰემი წაკითხული? პირველი ლექსია...
9. ისა კიდევ ჩემი ქვემორე კომენტარი არის ამონარიდი სერიალიდან "შუა ქალაქში" ჰოდა რიავიცი პლაგიატობა არ დამწამოთ და ა ბატონო და პრჭყალებში ჩავსვამ" "ისა,ეტა,ია,სდეს..." :))
ჰოდა,თქვენა ავტორო...ახლა თავს შევიკავებ შეფასებისგან და მეორე ლექსზე შეგაფასებ...ხომ არ მიწყენ?! ისა კიდევ ჩემი ქვემორე კომენტარი არის ამონარიდი სერიალიდან "შუა ქალაქში" ჰოდა რიავიცი პლაგიატობა არ დამწამოთ და ა ბატონო და პრჭყალებში ჩავსვამ" "ისა,ეტა,ია,სდეს..." :))
ჰოდა,თქვენა ავტორო...ახლა თავს შევიკავებ შეფასებისგან და მეორე ლექსზე შეგაფასებ...ხომ არ მიწყენ?!
8. ისა,ეტა ია სდეც...ეგეტპონტშია არა?! :)) ისა,ეტა ია სდეც...ეგეტპონტშია არა?! :))
7. არ იციო,-ეგ უკვე თავხედობაა (მე მომწონს შენი ლამაზი თავხედობა, ან გაბედულება, ზუსტად მაგაში დაგიწერე ქულები.) ცოტა უფლის შემეშინდა თორემ 4-ის დაწერაც შეიძლებოდა.- არ იციო,-ეგ უკვე თავხედობაა (მე მომწონს შენი ლამაზი თავხედობა, ან გაბედულება, ზუსტად მაგაში დაგიწერე ქულები.) ცოტა უფლის შემეშინდა თორემ 4-ის დაწერაც შეიძლებოდა.-
6. შენი სხვა ლექსების მერე არ მქონდა იმედი რომ მომეწონებოდა კარგია არადა
მე 5-ს დავწერდი შენი სხვა ლექსების მერე არ მქონდა იმედი რომ მომეწონებოდა კარგია არადა
მე 5-ს დავწერდი
5. შენ თავხედობას ხედავ... შენ თავხედობას ხედავ...
4. გეთანხმები ლალი ნიკო სამადაშვილის ლექსშია ეგ სტრიქონი...და კიდევ ბევრგანაა გამოყენებული ასეთი შედარება... გმადლობ გეთანხმები ლალი ნიკო სამადაშვილის ლექსშია ეგ სტრიქონი...და კიდევ ბევრგანაა გამოყენებული ასეთი შედარება... გმადლობ
3. უფალს ლამაზად ეთავხედები... თავხედობისთვის 3 უფალს ლამაზად ეთავხედები... თავხედობისთვის 3
2. სადაო სახეებია:) სადაო სახეებია:)
1. გამონაყარი ლექსები...სხვისია ''.ავადმყოფობა ეგონათ ბიჭო,ლექსები ტანზე გამონაყარი.''ნუ შეიძლება,მაგრამ მე ყური მომჭრა . 4- ანუ 4 :)
გამონაყარი ლექსები...სხვისია ``.ავადმყოფობა ეგონათ ბიჭო,ლექსები ტანზე გამონაყარი.``ნუ შეიძლება,მაგრამ მე ყური მომჭრა . 4- ანუ 4 :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|