ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2011


ქარის ლექსი

გარეთ ქარია...
ვსხედვართ ორნი.
მეყრდნობი – მათბობ.
მუხლისთავებით გაკრული ვარ
ხერხემლის ჯვარცმას,
ხორცი ბუჟდება,
სისხლი – როგორც მართალი მართა
ლეიკოციტებს კრიალოსნის
მძივებად მარცვლავს.
მეყრდნობი – მათბობ.
ფიქრი ძველი, აჭრილი რძეა,
ამორევისას მოიყოლებს ვნებიან ნალექს,
მაგრამ ეს ფიქრი კვდება აქვე...
სიგიჟე სხვა ლექსს
სულ სხვა ამბოხის ისტორიას
დამიწერს ხვალვე.
მეყრდნობი – მათბობ.
ხელისგულებს მინებზე ურტყამს,
ცელქი ბავშვივით,
აზანზარებს ფანჯარას ქარი,
წვივებზე ღრმულთა მწკრივს მახატავ
თხელი მალებით
და სუნთქვამ შენი მონდომება
ამოიქარვა.
მეყრდნობი – მათბობ.
რა რთულია ვიჯდე ლოდივით,
ფრთხილად შერხევაც
მთლიანობის დაარღვევს განცდას,
საყრდენად ყოფნის აუწონავ ბედნიერებას
შენ ვერ გაიგებ,
სხვა როლი გაქვს – სივრცეში ავცდით
ჩვენ მეგობარო, ამიტომაც
მეყრდნობი – მათბობ.
მეყრდნობი – მათბობ,
მათბობ...
მათბობ...
გარეთ ქარია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები