ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
15 თებერვალი, 2011


ალავერდობა (გურამ რჩეულიშვილს)

ადექ გურამ! დღეს ხომ ალავერდობაა,
გულში რწმენის გაგვიჩინე ხანძარი.
გაიღვიძე... ალაზანზე ღრეობაა,
გელოდება ალავერდის ტაძარი.
მიდი გურამ! გააჭენე ბედაური,
ფეხით ადი ალავერდის გუმბათზე.
არწივივით გადახედე ალაზნის ველს
და ილოცე ღვთისმშობელის სურათზე.
წამოდექ და თვირთვილათი გადიარე
მთები... მთები-ცამდე აზიდულები.
შეგეწიოს მადლი ალავერდობის და
დაგელოცოს ერი ნადიდგულები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები