ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
14 თებერვალი, 2011


ვაი, შენ, ჩემო სიცოცხლევ...

  ვაი, შენ, ჩემო სიცოცხლევ,
მზის ქვეშ პატარა ნიავო,
როდემდის უნდა გეფერო,
როდემდის გელოლიავო?
ყველა სანთელი ჩაქრება,
ყველა ადრე თუ გვიანო,
მანამდე გულის ჭრილობა
რა სალბუნებით გიამო?
ზოგისთვის მადლად  ანთიხარ,
ზოგისთვის საყვედრებელად,
ზოგს შენი სუნთქვა ესულთქმა,
ზოგს კი - ემძიმა-ებევრა!
ვინა თქვა დედინაცვლისგან
ძუძუს წოვება  გერისა?
არ იკურნება წამლობით
გულში ნაკბენი გველისა!
ვაი, შენ ჩემო სიცოცხლევ,
მზის ქვეშ პატარა ნიავო,
მზის იქით გელოდებიან,
ვინძლო, არ დაიგვიანო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები