ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცუდიპოეტი
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2011


* * *

ქარმა ააჟღერა სონატები შოპენივით
გარბოდა დრო წუთებით დაწამებით,
ბნელში იკარგება მთვარე არეული
ღამენათევი და ფიქრით ნაწამები.

იანვარს გაჰყვა მონატრება ლუციფერის
დაადნა ფიფქებად ხავერდის ნაზ ფრთებზე...
მიყვარდა შენი თვალის ლურჯი ფერი,
და შენი თმები ჭორფლიან მხრებზე...

ისევ იხალრთება გზები გორგალივით
გაფრენას ცდილობს შავი ბუცეფალი,
გზები ბოლოვდება ყველგან გოლგოთებით
მიწას დააწვება მძიმე ნატრეფალი.

არ ხდება ჩემში გრძნობა სიყვარულის!
სული უიმედო თითქოს წარმართია,
არ ხდება არა არსად სასწაული!
ირგვლივ სივრცეებში გრძელი აღამართია.

მარტის ოცნება სახლობს ედემთან
დრო კი გაჰყვება სევდიან მითებს...
ისევ მარტო ვარ ჩემ ცივ კედლებთან,
შენი თითები ვერ გრძნობს ჩემ თითებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები