ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ქურდაძე
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2011


მუზა......

დაღლილ სხეულზე შენი ლაქები
და შხამიანი სისინი, შიში,
ჩამოწყვეტილი მკერდს ფოლაქები
და სიმარტოვე თვალებით გიშრის.
დაუხევია ზეწრები ღამეს,
გახუნებული მთვარე,გუშაგი...
და დედა მუზა იწერდა დრამებს,
ცხოვრების სცენის ძველი მუშაკი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები