ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მე-დეა
ჟანრი: პროზა
18 თებერვალი, 2011


+ უსასრულობა...

როლი პირველი:

სცენაზე თამაშობ…
მაყურებელი  ერთი ან
ათას ერთი ღამის ქალ(ებ)ია…
თამაშობ ისე…
მაყურებელს  ავიწყდება კიდეც,
რომ ეს მხოლოდ შენი როლია..
ცრემლებამდე მოსწონთ შენი თამაში…
ჩემს ზურგს უკან იმასაც ამბობენ, რომ…
ძალიან ნიჭიერი მსახიობი ხარ…

როლი მეორე:
ისევ თამაშობ…
სცენარში მსხვერპლი – ქალია!
ჩემს ზურგს უკან ამბობენ, რომ..
ძალიან ნიჭიერი მსახიობი ხარ!

როლი მესამე:
ვთამაშობ!
შეშლილის როლი მაქვს.
სცენარში –  სიკვდილთან ვთამაშობ და ვმარცხდები!
შენს ზურგს უკან ამბობენ, რომ…
ძალიან უნიჭო მსახიობი ვარ!

როლი მეოთხე:
თამაშობ! შენი მსხვერპლი – მორიგი ქალია…
თამაშობ!
    თამაშობ!
        თამაშობ!
              წინ კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი როლი გაქვს…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები