ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2011


***

‎***
ვაჟი რომ ცეცხლად აქციე
და შეატოვე ქარებსა,-
დაიჩაგრება,ჩაქრება,
ვეღარ დარეკავს ზარებსა,
ვეღარ მიუვა წვიმადა
შენს დაღონებულ ყანებსა,
ხრიოკ მინდვრებზე ბილიკებს
ვეღარ აგინთებს მწვანესა...

სიზმრად რომ ნახავ,რას ეტყვი
იმის სევდიან თვალებსა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები