ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2011


მხატვარი

ნახატი ,
მუყაოს  ჩარჩოში  ცახცახებს,
ფერები ,
ერთმანეთს აქ მჭიდროდ ეკვრიან,
მიწამდე  დახრილი ფიგურა, სხეული,
რომელსაც  ხატავდი,  ხატავდი,  დილამდე

მხატვარი ფუნჯს უსვამს სიზმრებში , ნიჩბებად,
უსვამს  და მიცურავს, დრო--სივრცის მორევში,
მიცურავს....  იმედი  არ ჩაიძირება ,
მოასწრებს, მიასწრებს  წყნარ ნავსაყუდელში---
----ჩარჩოში, მუყაოს, ნახატი ცახცახებს...
დილიდან დილამდე,  დილიდან დილამდე,
დრო--სივრცის მორევში
როდესმე , როგორმე ,
მიწამდე დახრილი ფიგურა-- სხეული,
რომელიც გიყვარდა, გიყვარდა, ბოლომდე....


19.02.2010.  სერგეი ნეველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები