ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ანნა მარია
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2011


დედას

დაბალი, უცნაური ხმა სწვდება
ბავშვური წარმოსახვის სურვილებს,
მე, ჩემი ბავშობა მენატრება,
ბავშვობა, წარსულთან, რომ მაბრუნებს...
შენი უჩვეულო მდუმარება,
შიშით და სურვილით გატანილი,
დარდით,  უდიდესი მოთმინებით,
ო, რამდენი რამ გაქვს ატანილი.
შენი მოთმინება ბევრს აოცებს,
თვალებს კი ცრემლები ნამავს...
ბევრჯერ მიფიქრია, მე რომ ვიყო,
ნუთუ, ავიტანდი ამას?!
შენ ჩემი ცხოვრების დედააზრო,
ჩემო ნუგეშო და სევდა,
მუდამ შენით ვცოცხლობ, შენს გვერდით ვარ,
ჩემო საყვარელო დედა. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები