ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2011


ნატვრის ხეები

                         


თოვს...
ამოავსო თოვლმა ხევები
და ყელამდეა თეთრი ბარაქით,
ხეები დახდნენ..-.
ნატვრის ხეები,
სულ სხვანაირი გახდა ქალაქიც.
თეთრი ტოტები,
თეთრი ტოტები,
ყურებ-ყურებით მივაბოტებდი...
თვალს ვერ ვაწვდენდი,
თვალს ვერ ვაწვდენდი...
ჰოდა,  დავწერდი,
ჰოდა დავწერდი:
როგორც ზღაპრებში...-
კეთილ ფერიას მოურთავს
ჯოხით მთელი  ქალაქი,
დაუტოტავს  თეთრად ჰაერი,
-ცვივა და ცვივა ციდან მაქმანი...-
ამ უჩველო სიჩუმეში...-
ქარგვა-ქარგვაში მოიყვანა და
გადაგიწვინათ ტოტ -მკლავებზე
თოვს...-პატარძალი.


დააქორწინა თოვლი ხეებზე
და ყელამდეა თეთრი ბარაქით,
ხეები დახდნენ ნატვრის ხეები,
სულსხვანაირი გახდა ქალაქიც.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები