ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანნა მარია
ჟანრი: პოეზია
23 თებერვალი, 2011


მოგონებად მომევლინე ისევ....

ვარსკვლავების თვალუწვდენელ კაშკაშში
მოგონებად მომევლინე ისევ...
წარსულიდან გადმოსულო ზმანებავ,
წადი შორს და დაგივიწყო იქნებ.
შორს წასულს ხომ მალე ვერ დაგეწევი
და ფიქრებიც დროსთან ერთად წავა,
შენს სიყვარულს მერე ლექსებს ჩავაქსოვ,
გულის დარდი, ლექსში ღვარად ჩავა.
ვიფარფატებ მოკიაფე მირაჟში,
ჩემი ცრემლით დავასველებ ლექსებს,
დრო კი გავა და თავისას გაიტანს,
დავიწყებას, მე მაინც ვერ შევძლებ...
ტკბილხმოვანი მუსიკა გონს მომიყვანს,
გულისყურით თვალს შევავლებ ნაწერს,
ჩემი ციცქნა, უსახური ლექსები,
დაკარგული მტრედების გუნდს ჰგავდნენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს