ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
24 თებერვალი, 2011


თუ უფლის ლოცვით...

(ბატონ პეტრე ქოჩაკიძეს)

თუ უფლის ლოცვით,  გვირგვინთ სიწმინდით
ცად არ ეკურთხა  გულთა წყვილობა,
რას ვაქნევ დაფთა და სახიობთა,
ან მაგ ევროპულ ვალენტინობას!
მსუსხავს და მთანგავს  მე მავანთაგან
ზნესხვაგვარობა,  აზრთა  მწირობა,
ქართული ენის მადლის ვერ მწვდომთა,
უცხოურისად ლიქნა- ფრფვინობა!
იქნებ გალაყდა ქართველთ ტინობა,
შემოეტბორა ლირწ-სულმცირობა,
სახედ ვინიღბეთ ქუშ- გულგრილობა,
ვაქრეთ თვალ-შუბლთა შუქთა სხივობა,
რჯულად  ვიუნჯეთ ქაჯთა ჯინობა,
ბაღნარს წავართვით ნეტარ-ჩრდილობა,
ვუუდაბურეთ მსურნელ- მტილობა,
ვგმეთ დარბაისელთ  ქცევა- ზრდილობა!
იქნება მართლა ამოგვეწურა
სიყვარულის და ტრფობის მანძილი,
ქარს გავატანეთ ნამუსის ქუდი,
და ვიზედმეტეთ  მადლი მანდილის!
რამ ააყვავა მაშ ჩვენს მიწაზე
ვარდთა, ზამბახთა ხოხორ-ბაგენი,
იათა კდემა, ნელსურნელკმევა
და გულისთქმანი გულთა მდაგენი!
რა ძალამ მოსა  ზურმუხტ-აქატით
ნაძვ-კიპარისი ცას შენაქები,
უფლის ქალაქად მავალ მაცხოვრის
ბზა ფიანდაზად ფენილ-ნაგები!
რა ღვთაებრივმა სულთქმა-სურნელმა
ააყვავილა ვაზის მტევანი,
ერქვან-ჭაპანით ქედის სადრეკად
რამ შეაუღლა ხარი ყევარი?
ქართველთა ჯვარცმის  გადასარჩენად
სხვას ვის ყავს დედა ნაშანთ- ნაგვემი?
რას გაჰკივიან უქარქაშონი
ხმლები ნადიდგორ-ნაარაგვევნი!
ვინ ნათელგვფინა ქალწულის თმებით
ჯვარად შეკრული  რტოები ვაზთა,
ვინ აერთსაყდრა მცხეთა, გელათი,
ალავერდი თუ ოშკი და ხანძთა!
რა ტკივილს გოდებს ციხის ნაშალი,
ყურის წამღები ღაღადი ქვათა!
ან სინანულის საგალობელით
ვინ დაასველა მაცხოვრის კალთა?
აკვნის ბალღივით, ნეტარღუღუნით
შენს ძუძუს ვწოვ და მადლით ვივსები,
ჩვილის ალერსით  გბურჩქნი და ვხარობ,
თავდავიწყებით გელაციცები!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს