ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
24 თებერვალი, 2011


წვიმა რომ უკრავს, ის მელოდია...

გაყინულია ჩემი დარდის ტბა,
წვეთს სიმარტოვეს სველი მინები.
ჩემს სულში ახლა უხმოდ დადიან
ის ამინდები, შენ რომ ინებე...
ნატვრას კაბაზე აუწყდა ღილი,
ტუჩებს კი ვნება წითლად აცხია.
მზე რომ დაწვება ჩემს გვერდით, დილით,
იქნება შენი ვარიაცია...
დგას მოგონება გულის პარაპეტს,
წარსულის ფსკერზე დასანარცხებლად.
ხომ მივაცილე ხსოვნა კარამდე,
თმააბურდულმა აზრდავარცხნილი?..
ისევ გავყურებ ფიქრის დერეფანს,
ფეხმოუცვლელად დგას მოლოდინი.
ახლა ნამდვილად შემეფერება
წვიმა რომ უკრავს, ის მელოდია...
   
      24.02.11

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები