ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
4 აპრილი, 2011


ჯიხვს

ჯიხვო! სად მიხვალ ტიალო,
რადა ხტი გრიგალ-ქარშია?!
კლდე-კლდე რად დახეტიალობ,
ავდარშიაც და დარშიაც!..
სულ დაბლა იყურები და
არ იხედები ცაშია.
საჯიხვეების მშვენებავ -
შენთვის ამოვალ მთაშია...
ქარაფზე ხტუნვა-ხტუნვისთვის
უნდა დაგიკრა ტაშია!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები