ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ანნა მარია
ჟანრი: პოეზია
26 თებერვალი, 2011


წვიმა

წვიმდა და წვიმის წვეთები ნაზად
ეპკურებოდა ჩემს ფანჯრის მინებს,
ღამის სიჩუმე იკვეთებოდა,
შეეპყრო დარდს და შეეპყრო ფიქრებს.
მაინც ლამაზი, მდუმარე ღამე,
ცა ღრუბლიანი, უძირო, ბნელი...
მე, მხოლოდ ღამეს გავანდობ ფიქრებს
მას უნდა ვუთხრა ჩემი სათქმელი.
ღამე მომისმენს, მან კარგად იცის,
ყველას ფიქრი და გულის ნადები,
საიდუმლოსაც ინახავს ბევრის
მან ბევრს გაუხსნა გულის კარები...
წვიმის წვეთები ჩემს ფანჯრის მინებს,
ისე ლამაზად ეპკურებოდა,
სულ არ მინდოდა, რომ გადაეღო,
ეს სილამაზე არ მეთმობოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები