ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯუპუი
ჟანრი: პოეზია
27 თებერვალი, 2011


წვიმამ წაიღო წვეთი წყეული…

წავიდა, წაიღო წვიმის წვეთებმა
ნამდვილი ნაღველი, ნანატრი ნება,
ვერასდროს ვერავინ ვერაფერს ვერ ხვდება
კაცური კაცი კაცისთვის კვდება.

ცაზე ცისფერი ცრემლი ციმციმებს
ველურად ვუმზერ ვარსკვლავს და ვარდებს,
გულში გაჩნდება გვემული გმირი
დავიწყებ დათვლას და დავთვლი დარდებს.

მივდივარ, მიმყვება მალულად მუდამ
სანუკვარ სურვილთა საერთო სია,
არასდროს აქამდე ამდენი ამბავი
გვემულ გმირებზე არ გამიგია.

მიდის მიფრინავს მარდი მერცხალი
არ უნდა, ალბათ, არაფრის ახსნა
ლამაზი ლანდი ლივლივებს ლარად
გოგონამ გული გასროლით გახსნა.

ობოლი-ობოლს ოდესღაც ომში
ეძებდა ერთგულ ერში ეული,
არ გაუმართლა არცერთ ამათგანს
წვიმამ წაიღო წვეთი წყეული…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები