ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
27 თებერვალი, 2011


დავით მეოთხე

"სისხლის თხევა არ მოსწყინდა და
არ მოსწყინდა ძგერა შუბის,
უსჯულონი ამოსწყვიდნა და
გამობრწყინდა ნებად უფლის"

მურმან ლებანიძე


ვერვინ სჯობდა სიბრძნით ქებულს
ფილოსოფოსს, ბრძნადმეტყველს,
ვერვისაგან ვერც-როს ვნებულს,
ვით ცით რისხვას დამსეტყველს.
უმალ ზუჩსა დაირქმიდა
ხელთ იპყრიდა მახვილსა,
უკვდავ სახელმწიფოს ქმნიდა,
შორს ასმენდა ზახილსა.
ველზე მერანს ფაფარაყრილს
აქროლებდა ამაყად,
ექმნა ბურჯად მამულს დაშლილს,
ექმნა შემწედ დარაჯად.
თექვსმეტისამ უკვე მომხვდურს
ბევრს ანანა ქმედება,
ქმნა ღირსსაქმე ბევრათასი,
ბევრი ხმალთაკვეთება.
სისხლის ფასად სამართალ-ჰყო
შეაძრწუნა რამდენი,
მომხვდურიცა და ასევე
შინაური ამრევიც.
ოთხი მხრითა მტერსა სრვიდა
ხრმალს იქნევდა ფრანგულსა,
უკვდავ სახელმწიფოს ქმნიდა
უფლისაგან დაცულსა.
ბევრს იქმოდა მადლით ღვთისა
დიდ მიზნისთვის იღვწოდა,
იქმნა ვით ცით რისხვა მტრისა,
უფლის ნებით იქმოდა.
მან გელათი აღაშენა
საყდრად, თვისად საძვალედ,
მან ყოველი განაშვენა,
მიიძინა სულ მალე.
ველზე მრავალი დაეკლა
ლეწდა ბანაკს მტრისასა,
გარდიცვალა, მუნ დაეფლა
ტაძარს გელათისასა.

2001
თბილისი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები