ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2011


ჩემს ძმა-პოეტებს

არ ვიცი რა ვთქვა ღმერთმანი,
ძლივს ვამბობ თქვენზე სათქმელსა,
სიამოვნებას ანიჭებთ:
ავადმყოფსაც და ჯანმრთელსაც.
თქვენი ლექსების კითხვის დროს
ჩიტიც კი განაბულია,
და მაშინ ჩვენი გულებიც
წვითაა დადაგულია.
მეც ბევრჯერ გავიზიარე
მოძმეთა სიხარულია,
ჩვენთვის ყველაზე მთავარი
მოყვასთა სიყვარულია.


28 თებერვალი, 2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები