ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიქაელ სხალთელი
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2011


  ჩამოტვირთვა

ფ ე თ ქ ა ვ ს და ისევ ფ ე თ ქ ა ვ ს

არ დავიზარებ სიკვდილს, როდემდე უნდა ვთელო
ფეხქვეშ დამბალი მიწა, შენთვის მინდოდა მეთქვა,
რომ მოვიგონებთ ერთად სამოთხის ცისფერ მდელოს,
იქ რომანტიკა ფეთქავს, იქ რომანტიკა ფეთქავს.

არ დავიზარებ ნოტებს, კიდევ დაგიკრავ ათასს,
მინდა რომ გოგო გვყავდეს, შენი სახელი ერქვას,
გეტყვი უბრალოდ ჩუმად, გეტყვი უბრალოდ ამას,
შენში ქალღმერთი ფეთქავს, შენში ქალღმერთი ფეთქავს.

არ დავიზარებ სიტყვებს, იქნებ მოვიდეს ლექსად,
ბოლოს რატომღაც დღეებს, დღეებს რატომღაც ერთგვარს,
მტკივა უშენოდ ყოფნა და მაინც ვამბობთ ერთად,
რომ პოეზია ფეთქავს, რომ პოეზია ფეთქავს.

არ დავიზარებ სულსაც, შენი სულისთვის მარტო,
ღმერთი შენს სურნელს მარტო ჩემს პოეზიას შერთავს
და ჩემს ნაცელქარ თვალებს შენ მდუმარებით ათბობ,
შენში სიმშვიდე ფეთქავს, შენში სიმშვიდე ფეთქავს.

არ დავიზარებ გითხრა, როგორ მიყვარდი გუშინ,
და სიყვარული ვფიქრობ, არავის მარტო მე მგავს
და ჩემს გაფრენას ცაში შენ ხელს უბრალოდ უშლი,
შენში სამყარო ფეთქავს, შენში სამყარო ფეთქავს.

არ დავიზარებ სიკვდილს, როდემდე უნდა ვთელო
ფეხქვეშ დამბალი მიწა, შენთვის მინდოდა მეთქვა,
რომ მოვიგონებთ ერთად სამოთხის ცისფერ მდელოს,
ჩემში რა ძლიერ ფეთქავ, ჩემში რა ძლიერ ფეთქავ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები