ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ქურდაძე
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2011


###

                    ***
გულია უტყვი, თვალები უნდო,
სხეულს მოედო მტირალი სურდო,
მიაფარფატებს ფოთლებს ნიავი,
ზამთარი მოდის ცივი სიავით.......
გადაიზამთრებს თეთრი სუდარა,
მოისმის ციდან ჩუმი მუდარა...
მარტი გამოყოფს ფეხებს საბნიდან
და რა გაიგე ჩემი ამბიდან?

                    ***
შემოვიდა გაზაფხული აპრეხილი წამწამებით,
დამიგულა მარტოსული დაღლილი და ნაწამები,
ვინ მეო და ვინ შენ ხარო,
მედიდგულა, გამკრა ტორი.
გავერიდე,ვუპასუხე:
ამქვეყნად ხომ ჩვენ ვართ ორნი.
ისევ მიყვარს მზის სხივი და
ამოსული კვირტთა ფეთქვა,
ველოდები დამორცხვილი,
იქნებ კიდევ რამე ეთქვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები