ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2011


რევოლუცია პოეზიური

რევოლუცია პოეზიური
პოეზიური რევოლუცია,
რომ ვერ უცვნიათ სხივი მზიური,
მარადისობა რომ ვერ უცვნიათ.

და პოეზიაც აი, ეს არის:
ათრთოლებული ხელით ნაწერი,
ტრფობა ძვირფასის, ტრფობა სათუთის
სულის სიღრმიდან ამონამღერი.

აი, ეს არის: ოქროს სხივებად
სულის სიღრმიდან ამონაშუქი,
სხარტი, ვით წვიმა, ვით ნიავქარი,
სულის ქურაში ნახარშ-ნადუღი.

რომ ვერ უცვნიათ სხივი მზიური
მარადისობა რომ ვერ უცვნიათ,
რევოლუცია პოეზიური,
პოეზიური რევოლუცია.

2006
29 მარტი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები