ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
14 მარტი, 2011


გაზაფხული (თეონა შარაშიძეს)

ირიჟრაჟა... მარტი დადგა,
შემობრძანდა გაზაფხული.
მთის ფერდობზე გოგო შადგა,
სიყვარულით დაზაფრული.
გაზაფხულდა... ყვავილებმაც
გაიხარეს მართლა გულით.
გული კიდევ არ იღლება -
სიყვარულით გათანგული.
არც არასდროს დაიღლება:
დამწვარიც და დადაგულიც.
ღვინო კვლავაც დაილევა,
კვლავ დადგება გაზაფხული.



ლამაზმანებს
(ექსპრომტი)


სალამი ლამაზმანებო,
სუყველას მოგესალმებით.
მინდა მოგართვათ პოეტის
ნაქები იასამნები.
მიხარის მიჯნურივითა -
დანახვა მაგ დალალების.
მიყვარხართ... ამას ამბობენ
ზუსტად ჩემივე თვალებიც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები